Foto

თეთრი სახლი - რუსეთი სიკვდილით სჯის ჯარისკაცებს, რომლებიც ბრძანებების შესრულებაზე უარს ამბობენ

ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროები რუს ჯარისკაცებს, რომლებიც უკრაინის ომთან დაკავშირებით ბრძანებებს არ ასრულებენ, სიკვდილით სჯიან. 

ამის შესახებ თეთრი სახლის სპიკერმა, ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსი მეთაურები იმუქრებიან მთლიანი ქვედანაყოფების სიკვდილით დასჯით, თუ ისინი შეეცდებიან უკან დახევას უკრაინული საარტილერიო ცეცხლისგან“,- აცხადებს კირბი.