ვლადიმერ პუტინმა დსთ-ს ნარჩენების სხდომაზე დამადანაშაულა პირდაპირ იმაში, რომ მე დავუშალე დსთ და ვამაყობ ამით, რომ მართლაც მიმიძღვის ამაში წვლილი,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
როგორც სააკაშვილმა თქვა, პუტინის მიერ მისი დადანაშაულება "პირდაპირ მიუთითებს, თუ ვისი მითითებით არის საქმე აღძრული".
"დღევანდელ სასამართლოსთან პირდაპირ კავშირშია ის, რომ ვლადიმერ პუტინმა ამასწინათ დსთ-ს ნარჩენების სხდომაზე დამადანაშაულა პირდაპირ იმაში, რომ მე დავუშალე დსთ და ვამაყობ ამით, რომ მართლაც მიმიძღვის ამაში წვლილი და ეს პირდაპირ უკავშირდებოდა იმ მოვლენებს, რომელიც უკავშირდება იმ პერიოდს, რომელსაც თქვენ არჩევთ ამ ე.წ. სისხლის სამართლის საქმის გარჩევისას.
ვიცით, რომ ვლადიმერ პუტინი არის საქართველოს დაუძინებელი მტერი, ტერიტორიების დამპყრობელი და მისი მხრიდან ასეთი პირდაპირი დადანაშაულება ჩემი, პირდაპირ მიუთითებს, თუ ვისი მითითებით არის ეს საქმე აღძრული. თქვენ იცით, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე არის სანქცირებული როგორც ფსბ-ს აგენტი და ყველაფერი გასაგებია, თუკი, ვინმეს რამეს გაგება უნდა",- ამბობს ექსპრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press