ყველა სამხედრო ექსპერტი ამბობს, რომ უკრაინელები ფრონტის ხაზზე ვერ გაიმარჯვებენ,- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
ორბანის თქმით, ევროკავშირის სტრატეგია უკრაინასთან დაკავშირებით ჩავარდა.
"ევროკავშირის სტრატეგია უკრაინასთან დაკავშირებით ჩავარდა. დღეს ეს ყველამ იცის, მაგრამ ხმამაღლა თქმას ვერ ბედავს. ყველა სამხედრო ექსპერტი ამბობს, უკრაინელები ფრონტის ხაზზე ვერ გაიმარჯვებენ, ამიტომ საჭიროა, გეგმა "ბ" და როდესაც ამ გეგმის ღირებულებას დავიანგარიშებთ, შემდეგ შეგვეძლება, რომ ხარჯები გავინაწილოთ. უკრაინისთვის დამატებით 20 მილიონის გაგზავნის გეგმა არ იყო კარგად შემუშავებული და ვერ გამოდგებოდა სერიოზული მოლაპარაკებების საფუძვლად, ამიტომ ვთქვით მასზე უარი. საკმაოდ სერიოზული ბრძოლა იყო, განსაკუთრებით უკრაინის თემაზე",- აცხადებს ორბანი.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press