Foto

რუსებს 1-წლიანი ვადა უნდა მიეცეთ, რათა თავისი ბინები გაყიდონ - სააკაშვილი

როგორც კი გამოიცვლება ხელისუფლება, რუსებს 1-წლიანი ვადა უნდა მიეცეთ, რათა გაყიდონ თავისი ბინები,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველოში შემოსული რუსები ქვეყნისთვის "მომეტებულ საფრთხეს" წარმოადგენენ.

"მინდა ვთქვა რუსებზე, რომლებიც არიან შემოსული საქართველოში. ეს არის დიდი უბედურება და დიდი საფრთხე. რუსების უმეტესობის მენტალური გამოსწორება არის შეუძლებელი. ეს ხალხი არის მომეტებული საფრთხის წყარო საქართველოსთვის. როგორც კი გამოიცვლება ხელისუფლება და პირადი საკუთრება ხელშეუხებელი უნდა იყოს და მის გაძლიერებულ დაცვას ვაპირებთ, მაგრამ რაც რუსებს შეეხება - მათ 1-წლიანი ვადა უნდა მიეცეთ, რათა გაყიდონ ბინები. სახელმწიფო პროგრამა უნდა იყოს და უცხოეთში მყოფ ქართველებს, სახელმწიფოს დახმარებით, ეს ბინები შეღავათიან ფასად უნდა აყიდინონ. ქართველების დაბრუნების პროგრამა უნდა შევქმნათ, მათ შორის, იმ კერძო საკუთრებისა და ნაყიდი ბინების ხარჯზე, რაც დღეს რუსებს საქართველოში გააჩნიათ. რუსებს საქართველოში გრძელვადიანი მომავალი ვერ ექნებათ",- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.