ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა, ქსავიე ბეტელმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის ხელის ჩამორთმევის გამო გააკრიტიკა.
ბეტელის განცხადებით, ის, რაც ვიქტორ ორბანმა გააკეთა ყველა უკრაინელი ჯარისკაცისა და უკრაინელისთვის "შუა თითის ჩვენებაა".
„ის, რაც ორბანმა გააკეთა პუტინთან, არის შუა თითის ჩვენება ყველა ჯარისკაცისთვის, ყველა უკრაინელისთვის, რომლებიც ყოველდღიურად კვდებიან და რომლებიც რუსული თავდასხმებით იტანჯებიან",- განაცხადა ბეტელმა ევროკავშირის სამიტზე.
ცნობისთვის, ვიქტორ ორბანი 17 ოქტომბერს ჩინეთში, „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ფორუმის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press