Foto

BBC - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ღაზას სექტორში მოკლულთა 40%-ზე მეტი ბავშვია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ღაზას სექტორში 7028 ადამიანი დაიღუპა, მათგან 40%-ზე მეტი ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა BBC ავრცელებს.

როგორც BBC წერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მონაცემებს პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაჭრილი 18 482 ადამიანიდან, უმრავლესობას კვლავ ბავშვები წარმოადგენენ.

ცნობისთვის, სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა, მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო.