დანიის მთავრობამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა, რომლის ღირებულებაც, დაახლოებით, 520 მილიონ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დანიის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედია წერს, დახმარების ახალი პაკეტი დანიისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ ჩამოყალიბდა.
დახმარების ახალ პაკეტში შედის T-72EA და BMP-2-ის ტიპის ტანკები, ასევე საარტილერიო საბრძოლო მასალა, დრონები, იარაღი და ჯანვშანტექნიკა.
"ეს არის სამხედრო აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა, რომელიც გადამწყვეტია უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების შესანარჩუნებლად", - ნათქვამია დანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press