აშშ-მა „ჰამასისა“ და ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც Reuters წერს, სანქციები შეეხო ირანში „ჰამასის“ წარმომადგენელს, ჰალედ ქადუმის, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ რამდენიმე წევრს. სასანქციო პაკეტში ასევე მოხვდა ღაზაში მოქმედი საქველმოქმედო ასოციაცია „ალ-ანსარი“ და მისი დირექტორი ნასერ ალ-შეიხ ალი.
"ჩვენ არ მოგვერიდება ზომების მიღება, რათა კიდევ უფრო შემცირდეს "ჰამასის" უნარი, განახორციელოს საშინელი ტერორისტული თავდასხმები", - განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მდივნის მოადგილემ, უოლი ადეემომ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press