Foto

სამიტის დასკვნითი განცხადება - EU უკრაინასთან, მოლდოვასთან და საქართველოსთან მუშაობას გააგრძელებს

ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინასთან, მოლდოვასა და საქართველოსთან მჭიდრო მუშაობას და ევროპულ გზაზე მათი რეფორმების ძალისხმევის მხარდაჭერას. ამის შესახებ ბრიუსელში გამართული ევროკავშირის სამიტის დასკვნით განცხადებაშია ნათქვამი.

დასკვნაში ნათქვამია, რომ ევროპული საბჭო გმობს რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და აღნიშნავენ, რომ ფინანსური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერა გაგრძელდება იქამდე, სანამ ამის საჭიროება იქნება.

საბჭოს განცხადებით, რუსეთი პასუხისმგებელია უკრაინის წინააღმდეგ ომის შედეგად მიყენებულ მასშტაბურ ზარალზე. 

"რუსეთმა და მისმა ხელმძღვანელობამ პასუხი უნდა აგონ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომისა და საერთაშორისო სამართლის სხვა უმძიმესი დანაშაულებისთვის", - ნათქვამია დასკვნით დოკუმენტში. 

დოკუმენტში ასევე ხაზგასმით არის საუბარი სანქციების გამკაცრების აუცილებლობაზე.

„აგრესიის ომის წარმოების რუსეთის უნარი კიდევ უფრო უნდა შესუსტდეს, მათ შორის სანქციების გამკაცრების გზით, მათი სრული და ეფექტიანი იმპლემენტაციითა და მათი გვერდის ავლის აღკვეთით, განსაკუთრებით, მაღალი რისკის საქონლის, პარტნიორებთან და მოკავშირეებთან მჭიდრო კოორდინაციით“, - ნათქვამია განცხადებაში.