გერმანია უკრაინას დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გერმანია უკრაინას საჰაერო სისტემებთან ერთად რაკეტებს, ჯავშანტრანსპორტიორს, დრონებსა და საბრძოლო მასალებს გადასცემს.
პისტორიუსის თქმით, გერმანია უკრაინის დახმარებას არ შეწყვეტს მაშინაც კი, თუ მსოფლიოში ვითარება გაუარესდება.
"მაშინაც კი, თუ ვითარება მთელ მსოფლიოში გაუარესდება, ჩვენ არ შევწყვეტთ უკრაინის მხარდაჭერას. მოხარული ვარ, რომ ასე სწრაფად შევძელით უკრაინისთვის IRIS-T SLM საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდება", - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press