Foto

CNN - „ჰამასის“ მძევლების გათავისუფლებაზე კატარის ხელმძღვანლობით მიმდინარე მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესია

ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მძევლების გათავისუფლების საკითხზე კატარის ხელმძღვანლობით მიმდინარე მოლაპარაკებებში არის „მნიშვნელოვანი პროგრესი“, თუმცა ჯერ კიდევ არის გადაუჭრელი საკითხები. ამის შესახებ ინფორმაციას CNN დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც CNN წერს, ახლო აღმოსავლეთის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ბარბარა ლიფი კატარის ხელმძღვანელობასთან შესახვედრად დოჰაში იმყოფება.

„მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიმდინარეობს. ჩვენ გვაქვს გარღვევა. ჯერ კიდევ არის გადაუჭრელი საკითხები, თუმცა მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ჩვენ იმედიანად ვრჩებით“, - განუცხადა წყარომ CNN-ს.