Foto

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი - ისრაელის სახმელეთო ჯარები ამაღამ ოპერაციებს აფართოებენ

ისრაელის სახმელეთო ჯარები ამაღამ ოპერაციებს აფართოებენ, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.

როგორც ჰაგარი აღნიშნავს, ბოლო რამდენიმე საათია, რაც ისრაელმა ღაზას სექტორში საჰაერო თავდასხმები გააძლიერა.

მისივე თქმით, ისრაელი პალესტინელებს სამხრეთით ევაკუაციისკენ კვლავ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ დარტყმები ღაზას სექტორზე არ გაჩერდება. 

„ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ყველა არენაზე. ჩვენ ვმოქმედებთ იმისათვის, რომ დავიცვათ ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესები“, - განაცხადა ისრაელის სახმელეთო ჯარების სპიკერმა.