ლიბანსა და პალესტინაში მოქმედ დაჯგუფებებს სასხლეტზე უდევთ თითი იმ შემთხვევისთვის, თუ ისრაელი საომარ მოქმედებებს არ შეაჩერებს, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ირანი „ჰამასს“ მხოლოდ პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს, ვინაიდან „ჰამასს“ საბრძოლველად საკმარისი საკუთრი შეიარაღება აქვს.
„ორი კვირის მქონდა ვიზიტები რეგიონში, შევხვდი ლიბანში წინააღმდეგობის ლიდერებს, პალესტინურ დაჯგუფებებს. როგორც მათი გეგმებიდან შევიტყვე, მათ სასხლეტზე უდევთ თითი. თუ ეს ქმედებები გაგრძელდება, თუ იორდანეს დასავლეთ ნაპირსა და ღაზაში ისევ დაიხოცებიან ბავშვები და ქალები, ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, - აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press