Foto

პრემიერი - ყველაზე დიდ გავლენას მოსწავლის განვითარებასა და აზროვნებაზე ოჯახთან ერთად, სკოლა და ეკლესია ახდენს

ყველაზე დიდი გავლენა ვინც შეიძლება მოახდინოს მოზარდის განვითარებასა და აზროვნებაზე ოჯახთან ერთად არის მასწავლებლები და ეკლესია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, მასწავლებლები საზოგადოების გამორჩეული წევრები არიან.

„მე განსაკუთრებული პატივისცემა მინდა დაგიდასტუროთ, ვინაიდან თქვენ ხართ ჩვენისაზოგადოების გამორჩეული წევრები.  ჩვენი ქვეყნის გამორჩეული მოქალაქეები. ჩვენი ქვეყნის დასაზოგადოების განვითარების, მე ასე ვიტყოდი, ჩვენი შვილების სახელმწიფოებრივად მოაზროვნეპატრიოტებად ჩამოყალიბების საქმეში მთავარი როლი და ფუნქცია სწორედ თქვენ, ჩვენსდამსახურებულ, ღვაწლმოსილ და გმირ პედაგოგებს გაკისრიათ.

მე ასე ვიტყოდი, რომ ყველაზე დიდი გავლენა, ვინც შეიძლება მოახდინოს მოზარდის, მოსწავლისგანვითარებაზე, აზროვნებაზე, მის ცნობიერებაზე, მისი მსოფმხედველობის განსაზღვრასა დაჩამოყალიბებაზე, ოჯახის ინსტიტუტთან ერთად ხართ თქვენ. სკოლა, მასწავლებლები დაეკლესია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.