ევროკავშირი რუსული გაყინული აქტივების უკრაინისთვის გადაცემაზე მუშაობს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ლაიენის თქმით, 2023 წლის ოქტომბერში გამართულ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში ძირითად პრინციპებზე ფინანსთა მინისტრებმა პროგრესს მიაღწიეს.
"ჩვენ წარმოვადგენთ შემოთავაზებას, რომ გამოვნახოთ გზა, როგორ გამოვიყენოთ შემოსავლები იმ აქტივებიდან, რომლებიც ამჟამად ევროკავშირში შეზღუდული რაოდენობის ფინანსური ინსტიტუტებისგან სარგებელს იღებენ", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ევროკავშირმა რუსეთის აქტივები 2022 წლის მარტში გაყინა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press