გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარეებს ღაზას სექტორში „დაუყოვნებლივი, გრძელვადიანი და მდგრადი ჰუმანიტარული ზავისკენ” მოუწოდებს.
რეზოლუციას მხარი 120-მა ქვეყანამ დაუჭირა, 14 წინააღმდეგი იყო, ხოლო 45-მა თავი შეიკავა.
რეზოლუცია შეიცავს მოწოდებას ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის, ყველა მშვიდობიანი მოქალაქის გათავისუფლების, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფის თაობაზე.
იმ 14 ქვეყანას შორის, რომლებმაც რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, არიან: აშშ-ი, ისრაელი, უნგრეთი, ავსტრია, ჩეხეთი, ხორვატია, ტონგა, პარაგვაი, ნაურუ, მიკრონეზია.
ამასთან, აშშ-მა და და ისრაელმა დაგმეს რეზოლუცია და აღნიშნეს, რომ ის ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" კრიტიკას არ მოიცავს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press