Foto

IDF - „ჰამასის“ საზღვაო ძალების მეთაური ლიკვიდირებულია

ლიკვიდირებულია „ჰამასის“ საზღვაო ძალების მეთაური რატებ აბუ საჰიბანი, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარმა განაცხადა.

როგორც ჰაგარი აღნიშნავს, რატებ აბუ საჰიბანი იყო პირი, რომელმაც 24 ოქტომბერს „ჰამასის“ მებრძოლების ისრაელში ზღვით შეღწევის მცდელობა დაგეგმა

„ცაჰალმა“ რატებ აბუ საჰიბანის ლიკვიდაციის ამსახველი ვიდეო მასალაც გამოაქვეყნა.