ისრაელის თავდაცვის ძალების მთავარ ამოცანად მძევლების გათავისუფლება რჩება, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ჰაგარის თქმით, ისრაელი მიზნების მისაღწევად მუშაობს, რაც მძევლების გათავისუფლებასთან ერთად, „ჰამასის“ დაშლასა და სასაზღვრო უსაფრთხოებას გულისხმობს.
„ვმუშაობთ დასახული მიზნების მისაღწევად. ესენია „ჰამასის“ დაშლა, სასაზღვრო უსაფრთხოება და გატაცებული მძევლების გათავისუფლება. ეს უკანასკნელი უზენაეს ეროვნულ ძალისხმევას წარმოადგენს. მთელი ჩვენი საქმიანობა, როგორც ოპერაციული, ისე სადაზვერვო, მიმართულია ამ მიზნის მიღწევაზე“, - განაცხადა დანიელ ჰაგარიმ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press