ყაზახეთში, მაღაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც მედიასაშუალება წერს, მაღაროში მომუშავე 252 ადამიანიდან 23 ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და მოითხოვა „საინვესტიციო თანამშრომლობის“ შეჩერება მაღაროს მფლობელ კომპანია ArcelorMittal-თან.
ცნობისთვის, ბოლო ორი თვის განმავლობაში ეს არის მეორე საბედისწერო შემთხვევა ყაზახეთში ArcelorMittal-ის მიერ ოპერირებად ადგილზე.
ArcelorMittal Temirtau ყაზახეთში 15 ქვანახშირისა და მადნის მაღაროს ფლობს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press