Foto

ჰერჩინსკი - რიკოთის მაგისტრალის განვითარება საქართველოს ევროკავშირთან აახლოებს

ამ მაგისტრალის განვითარება პირდაპირი წვლილის შემტანია ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმების რელიზაციაში, ის აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27 კმ-იან მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჰერჩინსკის თქმით, მაგისტრალი სერიოზულ  წვლილს შეიტანს რეგიონული ინტეგრაციის გაუმჯობესებაში.

„ჩვენ დღეს აქ ვიმყოფებით და მოწმეები ვართ ზალიან მნიშვნელოვანი ეტაპისა საქართველოს სატრანსპორტო დაკავშირებადობისა ევროკავშირთან. ეს ხდება იმ კონტექსტში, რასაც ჰქვია პირველი ევროპის გლობალური კარიბჭის ფორუმი, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბრიუსელში, სადაც მონაწილეობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ისევე, როგორც „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი", რომელიც მიმდინარე კვირას გაიმართა. 

ჩვენ მადლობელი ვართ ევროპული საინვესტიციო ბანკის, რომელიც აფინანსებს აღნიშნულ ინვესტიციებს. ამ მაგისტრალის განვითარება პირდაპირი წვლილის შემტანია ეკონომიკური და საინვესტიციო გეგემების რელიზაციაში, ის აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან. მინდა, გავიმეორო ციტატა, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დელ ლაიენმა თქვა „გლობალური კარიბჭის ფორუმზე". მან გოეთეს ციტირება მოახდინა და განაცხადა, „ის, ვინც არ მიდის წინ, მიდის უკან". მოდით, ერთად ვიაროთ წინ, რათა დავაკავშიროთ საქართველო ევროკავშირთან", - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.