Foto

ლოიდ ოსტინი - ისრაელის სამხედრო ოპერაციის განხორციელების დროს ღაზას სექტორში მცხოვრები მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვა მნიშვნელოვანია

ისრაელის სამხედრო ოპერაციის განხორციელების დროს ღაზას სექტორში მცხოვრები მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვა მნიშვნელოვანია, - ამის შესხებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ლოიდ ოსტინი ტელეფონით ესაუბრა ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს და ხაზი გაუსვა, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება დაუყოვნებლივ უნდა შევიდეს.

ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შორის საუბარი მძევლების გათავისუფლების საკითხისაც შეეხო.

ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ გუშინ, 27 ოქტომბერს განაცხადა, რომ ისრაელის სახმელეთო ჯარები ოპერაციებს აფართოებენ.