რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ჟურნალისტებს შეკითხვაზე, შეექმნა თუ არა მას უხერხულობა, იმის გამო, რომ მისი კოლეგა ოკუპანტი ქვეყნის ლიდერ ვლლადიმერ პუტინთან ერთად ესწრებოდა კონფერენციას განაცხადა, რომ "კონფერენციებს ახასიათებს, რომ მას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან".
მისივე თქმით, დისკომფორტის შემქმნელია, როდესაც საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, და იმისთვის, რომ ქვეყანა გაძლიერდეს და მშვიდობიანად დაიბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს.
"კონფერენციებს ახასიათებს, რომ მას ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები. დისკომფორტი არის როდესაც ჩვენი ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, დისკომფორტი და უფრო მეტიც არის და იმისთვის ვშრომობთ, იმისთვის ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ქვეყანა გაძლიერდეს და მშვიდობიანად დაიბრუნოს ეს ოკუპირებული ტერიტორიები", - განაცხადა ქარსელაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი 18 ოქტომბერს პეკინში "სარტყლისა და გზის ფორუმის" ფარგლებში გამართულ ბანკეტს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინთან ერთად დაესწრო.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press