Foto

ისრაელის თავდაცვის ძალები - ღაზაში „ჰამასის“, დაახლოებით, 450 ობიექტზე იერიში განხორციელდა

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, გასული დღის განმავლობაში, ღაზას სექტორში "ჰამასის", დაახლოებით, 450 ობიექტზე იერიში მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, არმიის სამიზნეს "ჰამასის" სამეთაურო ცენტრები, სადამკვირვებლო პუნქტები და ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების გამშვები პუნქტები წარმოადგენდა.

"სამხედროებმა ასევე გააფართოვეს სახმელეთო ოპერაცია ღაზას სექტორში დამატებითი ძალების შეყვანით. სახმელეთო ჯარებმა "ჰამასის" ტერორისტულ რაზმებს დაარტყეს, რომლებიც სარაკეტო თავდასხმებს ამზადებდნენ",- აცხადებენ IDF-ში.