თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, "იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ არსებობს საფრთხეები, გარკვეულ ჯგუფებს ჰქონდეთ დაძაბულობისა და არეულობის მცდელობა", ხელისუფლებამ პრევენციული ღონისძიებები უნდა გაატაროს.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა, აღნიშნული კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვანია.
„არ ვიცი, რა შენიშვნებზეა საუბარი, თუმცა, აღნიშნული კანონპროექტი არ არის ჩვენი მოგონილი. ბევრ განვითარებულ, ევროპულ ქვეყანაში ანალოგიური კანონები მოქმედებს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ არსებობს საფრთხეები, გარკვეულ ჯგუფებს ჰქონდეთ არეულობისა და დაძაბულობის მოწყობის მცდელობა, ჩვენ უნდა გავატაროთ პრევენციული ღონისძიებები. ამიტომ, აღნიშნული კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვანია.
ვინც ამას ეწინააღმდეგება, შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად, არის იმ რადიკალური კურსის გამტარებელი, რაზეც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საუბრობდა. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ მოიძებნებიან პოლიტიკური ჯგუფები და პოლიტიკოსები, რომელთაც აქვთ დაპირისპირების და ხელისუფლების დამხობის სურვილი. ვიღაცები ამას შეიძლება გარედანაც მხარს უჭერდნენ. თუმცა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, იმიტომ, რომ გვინდა ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა“, - განაცხადა თბილისის მერმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press