საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს რეფორმების გატარებისთვის, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, „ბოლო დროს აღნიშნული მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა".
"გახსოვთ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, საქართველო სტატუსს იმსახურებდა, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო არ მოგვცეს. ამის შემდეგ იყო ე.წ. თორმეტპუნქტიანი გეგმა - ე.წ. გზამკვლევი, შესაბამისად, ყველაფერი იქნა შესრულებული. ეს პროცესი გრძელდება. შეუძლებელია, ევროინტეგრაციის გზაზე რამე გააკეთო და გაჩერდე. საქართველოს მთავრობა ყველაფერს იზამს რეფორმების გატარებისთვის, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press