ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უსაფრთხოების სამსახურებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისთვის ბოდიშს იხდის. ამის შესახებ The Times of Israel-ი წერს.
როგორც ნეთანიაჰუ აცხადებს, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ყველა ხელმძღვანელს მხარს სრულად უჭერს.
„მე ვცდებოდი, ბოდიშს ვიხდი. სრულფასოვნად ვუჭერ მხარს უსაფრთხოების სამსახურის ყველა ხელმძღვანელს. ძალას ვუსურვებ ისრაელის თავდაცვის შტაბის უფროსს, თავდაცვის ძალების მეთაურებსა და ჯარისკაცებს, რომლებიც ფრონტზე არიან და იბრძვიან",- ამბობს ნეთანიაჰუ.
ცნობისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გუშინ, 28 ოქტომბერს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელებმა „ჰამასის“ მოახლოებული თავდასხმის შესახებ არ გააფრთხილეს. მწვავე კრიტიკის შემდეგ, აღნიშნული განცხადება სოციალურ ქსელში წაიშალა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press