ღაზას სექტორის ათასობით მცხოვრები გაეროს პალესტინის ლტოლვილთა სააგენტოს (UNRWA) საწყობებსა და სადისტრიბუციო ცენტრებში შეიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი სააგენტოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მოსახლეობამ საწყობებიდან ფქვილი და პირველადი მოხმარების საგნები წაიღო.
„ეს არის შემაშფოთებელი ნიშანი იმისა, რომ სამოქალაქო წესრიგი იწყებს ნგრევას სამკვირიანი ომისა და ღაზას მკაცრი ალყის შემდეგ... საკვების მარაგი მცირდება და ღაზას სექტორში ეგვიპტიდან შემოსული ჰუმანიტარული დახმარება არასაკმარისია",- განაცხადა თომას უაიტმა, UNRWA-ს საქმეთა დირექტორმა ღაზას სექტორში.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press