ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ აშშ-ს ისრაელში ან ღაზას სექტორში საბრძოლო ჯარების გაგზავნის განზრახვა ან გეგმა არ აქვს.
ჰარისის თქმით, შეერთებული შტატები ისრაელს რჩევებსა და აღჭურვილობას აძლევდა და დიპლომატიურ მხარდაჭერას უწევდა.
"ჩვენ არანაირი განზრახვა არ გვაქვს და არც რამე გეგმები გვაქვს საბრძოლო ჯარების გაგზავნასთან დაკავშირებით ისრაელში ან ღაზაში, წერტილი. ისრაელს, ყოველგვარი შეკითხვის გარეშე, აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება. როგორც ითქვა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ "ჰამასისა" და პალესტინელების გაიგივება არ მოხდეს",- თქვა ჰარისმა.
ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, პალესტინელები უსაფრთხოების თანაბარ ზომებსა და თვითგამორკვევას იმსახურებენ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press