დაღესტანში, მაჰაჩყალის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას TASS ავრცელებს.
როგორც რუსული პროპაგანდისტული მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, დაშავებულთა შორის პოლიციელები და მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან.
"10 დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული, მათგან 2-ის მდგომარეობა მძიმეა",- აცხადებენ უწყებაში.
TASS-ის ინფორმაციით, აეროპორტში მომხდარ ინციდენტში მონაწილე 150-ზე მეტი პირი იდენტიფიცირებულია, მათგან 60 დაკავებულია.
ცნობისთვის, გუშინ, 29 ოქტომბერს, მაჰაჩყალის აეროპორტში არეულობა მოხდა. არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც აეროპორტში თელ-ავივიდან სამგზავრო თვითმფრინავის დაშვების წინ, ანტისემიტურ აქციაზე რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. პროპალესტინელები დამცავი ღობის გარღვევის შემდეგ, ისრაელელებზე თავდასხმის მოტივით, ასაფრენ ბილიკზე და აეროპორტის შენობაშიც შეიჭრნენ. აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ პალესტინის დროშები. Telegram-ზე გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ისროდნენ ქვებს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press