„საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ (Universal Postal Union”) თავმჯდომარის მოადგილეს უმასპინძლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს.
„საქართველოს ფოსტის“ ცნობით, ბ-ნ მარიან ოსვალდი საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია. „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ თავმჯდომარის მოადგილემ „Silk Road Forum”-ის ფარგლებში, შეხვედრები გამართა სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელ პირებთან.
„საქართველოს ფოსტის“ გენერალურ დირექტორთან ბ-ნ ლევან ჩიკვაიძესთან შეხვედრისას, საუბარი გაიმართა საფოსტო დარგში არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე.
აღსანიშნავია, რომ „მსოფლიო საფოსტო კავშირი“ აერთიანებს 192 ქვეყნის საფოსტო ოპერატორს და უზრუნველყოფს, ქვეყნებს შორის, მჭიდრო თანამშრომლობასა და საფოსტო დარგის სტრატეგიის განხორციელებას“, - ნათქვამია „საქართველოს ფოსტის“ ინფორმაციაში.
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, &...
16 მაისამდე საქართველოში სეტყვა და ქარია მოსალო...
ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქ...
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამა...
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართვ...
Mana press