ხეებისა და ბაობაბების გადმოტანაზე უფრო მეტი სახელმწიფო ფული დაიხარჯა, ვიდრე 9 წელიწადში საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის გატარებისთვის,- ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, "დაცინვაა ის, რაზეც პროცესზე საუბრობენ".
"მინდა გამოვიცნოთ - აბა, რა არის საერთო პრეზიდენტ იუშჩენკოს, კაჩინსკის, ვაცლავ ჰაველს და ორ რუს ოპოზიციონერ ჟურნალისტს შორის, რომლებიც მე ჩამოვიყვანე და მსუბუქი ყოფაქცევის ქალებად მოიხსენიეს პროკურორებმა. ყველანი ისინი ძალიან აღიზიანებენ ვლადიმერ პუტინს. ეს ყველაფერი დაიწყო "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, რომელმაც ყველაფერი მოიყვანა მოძრაობაში.
მინდა გითხრათ, რაც შეეხება ხარჯებს, ხეებისა და ბაობაბების გადმოტანაზე უფრო მეტი დაიხარჯა სახელმწიფო ფული, ვიდრე 9 წელიწადში საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის გატარებისთვის - ეს ყველამ იცის, ყველამ იცის, რომ უბრალოდ დაცინვაა, რაზეც აქ არის საუბარი",- განაცხადა სააკაშვილმა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე სხდომა მიმდინარეობს.
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყავე...
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
Mana press