Foto

ქვეყანა ყარს - ევროკავშირს უხდება ცხვირზე ხელის მოჭერა და ასე მოცემა სტატუსის - სააკაშვილი

ქვეყანა ყარს - ევროკავშირს უხდება ცხვირზე ხელის მოჭერა და ასე მოცემა სტატუსის,- ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.  

როგორც სააკაშვილმა თქვა, "პრობლემები არსად წავა".

"მეგობრებო, პრობლემა ევროკავშირის სტატუსში სხვა ოპოზიციონერები კი არ არიან, პრობლემა არის ის, რომ ქვეყანაში არის ოლიგარქია, ქვეყანა ყარს, ქვეყანაში არის კორუფცია. ევროკავშირს პრაქტიკულად უხდება ცხვირზე ხელის მოჭერა, ამ სიმყრალის არ შემჩნევა და ასე მოცემა სტატუსის. მაგრამ ეს პრობლემები არსად არ წავა",- თქვა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე სხდომა მიმდინარეობს.