ავსტრიამ უკრაინელ მაშველებს სახანძრო ტექნიკა გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაიაში ავსტრიის ელჩის, არად ბენკოს თქმით, აღნიშნული ტექნიკა ფრონტის ხაზის ტერიტორიებზე ხალხის გადარჩენას ხელს შეუწყობს.
"სრულმასშტაბიანი ომის დროს ავსტრიამ უკრაინას დიდი დახმარება გაუწია. მინდა გამოვხატო ჩემი პატივისცემა უკრაინელი ხალხის მიმართ, ისევე როგორც ყველას მიმართ, ვინც ამ ბრძოლაში მონაწილეობს. მოხარული ვართ, რომ ამ გზით უკრაინას რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენაში დავეხმარებით", - განაცხადა არად ბენკომ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press