Foto

„ჰამასმა“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ისრაელიდან გატაცებული მძევლები ბენიამინ ნეთანიაჰუს აკრიტიკებენ და ტყვეთა გაცვლისკენ მოუწოდებენ

ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ისრაელიდან გატაცებული მძევლები ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს აკრიტიკებენ, რადგან მან 7 ოქტომბრის თავდასხმის არიდება ვერ მოახერხა.

ვიდეოში მძევლები პრემიერ-მინისტრს მოუწოდებენ, რომ მათი გათავისუფლება უზრუნველყოს.

„ჩვენ ვაგებთ პასუხს თქვენს პოლიტიკურ, უსაფრთხოების და სამხედრო მარცხზე 7 ოქტომბერს. ჯარი არ იყო, არავინ მოსულა. არავინ დაგვიცვა. ჩვენ ვართ უდანაშაულო მოქალაქეები, რომლებიც გადასახადებს ვიხდით. ტყვეობაში ვართ ცუდ მდგომარეობაში. თქვენ გვკლავთ. გინდათ ჩვენი მოკვლა? არ არის საკმარისი ისრაელის მოკლული მოქალაქეების რაოდენობა? ახლავე გაგვათავისუფლეთ“, - აცხადებენ მძევლები.