Foto

ნეთანიაჰუ „ჰამასის“ მიერ გავრცელებულ მძევლების ვიდეოს „სასტიკ ფსიქოლოგიურ პროპაგანდას“ უწოდებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ „ჰამასის“ მიერ გავრცელებულ მძევლების ვიდეოს „სასტიკ ფსიქოლოგიურ პროპაგანდას“ უწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია Times of Israel ავრცელებს.

როგორც ნეთანიაჰუ აღნიშნავს, ისრაელის მთავრობა მძევლების გასათავისუფლებლად ყველაფერს აკეთებს.

„ჩვენი გული თქვენთანაა და ყველა სხვა მძევალთან. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველა გატაცებული და დაკარგული სახლში მოვიყვანოთ“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, „ჰამასმა“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ისრაელიდან გატაცებული მძევლები ბენიამინ ნეთანიაჰუს აკრიტიკებენ და ტყვეთა გაცვლისკენ მოუწოდებენ.