ვშიშობ, რომ ისრაელისა და „ჰამასის“ ომის ესკალაცია მთელ რეგიონში გავრცელდება და ახლო აღმოსავლეთს ქაოსი მოიცავს, - ამის შესახებ ლიბანის პრემიერ-მინისტრმა, ნაჯიბ მიკატმა განაცხადა.
მისივე თქმით, ის ასრულებს თავის მოვალეობას, რაც გულისხმობს, რომ "ლიბანი არ შევიდეს ომში".
„მე ვასრულებ ჩემს მოვალეობას, რომ ლიბანი არ შევიდეს ომში. ამ დროისთვის „ჰეზბოლა“ მართავს სიტუაციას რაციონალურად, გონივრულად და თამაშის წესები შეზღუდულია გარკვეული საზღვრებით. ვხედავ, რომ არის რეალური რბოლა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასა და ესკალაციას შორის, რადგან ესკალაცია მხოლოდ ლიბანს არ ეხება, ვშიშობ, რომ ესკალაცია მთელ რეგიონში გავრცელდება და ახლო აღმოსავლეთს ქაოსი მოიცავს“, - განაცხადა ნაჯიბ მიკატიმ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press