აშშ მუშაობს, რათა ირანს შეკავების ძლიერი სიგნალი გაუგზავნოს, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
კირბის თქმით, შეერთებული შტატები ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ძალიან სერიოზულად ეკიდება.
"ჩვენ ნამდვილად ვაპირებთ მოქმედებას, რათა დავიცვათ ჩვენი ჯარები და ჩვენი ობიექტები. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ დავარტყამთ და ვიმოქმედებთ ამისთვის. და ეს არის ძლიერი გზავნილი, რომელიც ირანმა უნდა აითვისოს. ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ამ პასუხისმგებლობას.
ჩვენ ასევე ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ეროვნული უსაფრთხოების ჩვენს ინტერესებს. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ სიგნალს ვუგზავნით ყველა აქტორს, არა მხოლოდ ირანს, არამედ ყველა აქტორს, რა თქმა უნდა, ირანის ჩათვლით, რომ ჩვენ დავიცავთ ჩვენს ჯარს", - განაცხადა ჯონ კირბიმ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press