Foto

ნიდერლანდების პრემიერი - უკრაინისთვის განკუთვნილი ჰოლანდიური F-16-ის ტიპის რაკეტები რუმინეთში ორ კვირაში ჩავა

უკრაინისთვის განკუთვნილი ჰოლანდიური F-16-ის ტიპის რაკეტები რუმინეთში ორ კვირაში ჩავა, - ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე მსოფლიოს უკრაინის საჭიროებები არ უნდა დაავიწყდეს.

„იმან, რაც ახლა ხდება ღაზაში და ტერორისტულმა თავდასხმამ ისრაელზე, არ და ვერ უნდა გადაგვატანინოს ყურადღება ფაქტისგან, რომ ებრძვით რუსეთის აგრესიას. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მსოფლიოს შეუძლია ფოკუსირება მოახდინოს, როგორც უკრაინაზე, ასევე მიიღოს მონაწილეობა იმაში, რაც ახლა ხდება ახლო აღმოსავლეთში“, - განაცხადა რუტემ.