Foto

„ჰამასი“ - ისრაელის მხრიდან ღაზას სექტორში შესვლის მცდელობები წარმატებული არ აღმოჩნდა

ისრაელის მხრიდან ღაზას სექტორში შესვლის მცდელობები წარმატებული არ აღმოჩნდა, - ამის შესახებ „ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ღაზი ჰამადმა განაცხადა.

მისივე თქმით, ღაზას სექტორის დაბომბვის შედეგად 21 000-ზე მეტი ადამიანია დაშავებული, ხოლო ნანგრევების ქვეშ 2000-მდე პირია.

„რაც შეეხება დახმარების მიწოდებას, ღაზის სექტორზე აგრესიის დაწყებიდან 24 დღის განმავლობაში 110 სატვირთო მანქანა შემოვიდა. ღაზის სექტორს ყოველდღიურად 500 სატვირთო მანქანა სჭირდება. აქედან გამომდინარე, ჰუმანიტარული მდგომარეობა ღაზაში არის დამღუპველი, რთული და მძიმე. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, მათ შორის კონკრეტულად არაბულ ქვეყნებს, გამოიყენონ ყველა საშუალება ოკუპაციაზე ზეწოლის განსახორციელებლად“, - განაცხადა ღაზი ჰამადმა.