მინდა, დაველაპარაკო მიხეილ სააკაშვილს და ვუთხრა, რომ მისი პარტიის უდიდესი ნაწილი გადაბირებულია თქვენ მიერ, - ასე მიმართა „გირჩის" წევრმა, იაგო ხვიჩიამ "ქართული ოცნების" დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ხვიჩიას განცხადებით, მისი, როგორც პარლამენტის წევრის უფლებები, ირღვევა, რადგან მას საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის უფლება არ ეძლევა.
„საშუალება არ გვეძლევა პოლიტიკურ წელს, როდესაც არჩვენები უნდა ჩატარდეს, შევხვდეთ მიხეილ სააკაშვილს და რამე გავიგოთ, რა უნდა „ნაცმოძრაობას", იმიტომ, რომ თუ მასთან ამას არ გაარკვევ, სხვანაირად შეუძლებელია სრულყოფილად იცოდე და ადამიანებს გადასცე, რა უნდა მიხეილ სააკაშვილს და „ნაცმოძრაობას".
მსურდა გადამეცა მისთვის [სააკაშვილისთვის], რომ თქვენ მას წაართვით მედიასაშუალებები, წაართვით პოლიტიკური პარტიის უდიდესი ნაწილი, დარწმუნებული ვარ, მისი პარტიის ზოგიერთი წევრი გულწრფელია მასთან დამოკიდებულებაში, მაგრამ ის, რომ მისი პარტიის წევრები ეგუებიან, რომ მასთან შეხვედრის საშუალება არ აქვთ, უბრალოდ მაფიქრებინებს, რომ შეუძლებელია თქვენ მათთან არ შეთანხმებულიყავით", - განაცხადა ხვიჩიამ.
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყავე...
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
Mana press