ჩვენ შეიძლება სხვადასხვა დამოკიდებულება გვქონდეს გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივაყენოთ ერთმანეთს შეურაცხყოფა, რაღაც ხაზები არ უნდა გადავლახოთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ იყო განსაკუთრებული აგრესია ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მისამართით, დედაქალაქის მერმა უპასუხა, რომ დაკონკრეტება არასწორია და შეურაცხმყოფელი განცხადებები იმ დეპუტატების მხრიდანაც საკმაოდ ხშირია.
„ასე ნუ დავაკონკრეტებთ, ძალიან ბევრი შემთხვევაა იმ ქალი დეპუტატების მხრიდან გასაკუთრებული აგრესიის და არაერთი შეურაცხმყოფელი განცხადება გვინახავს მათი მხრიდან პიროვნული შეურაცხყოფების. ეს არ არის ლამაზი ფორმა და ყველამ, მეც თუ მაქვს რაიმე არასწორი განცხადება გაკეთებული, ბოდიშს ვიხდი ამისთვის და ყველა უნდა ვეცადოთ, არ ვატკინოთ გული ერთმანეთს და არ მივაყენოთ ერთმანეთს ასეთი შეურაცხყოფები ზოგადად. იგივე თქვენი ტელევიზიის მეშვეობითაც ისეთი განცხადებები გაკეთებულა, იგივე ჩემთან მიმართებაში, როდესაც საარჩევნო კამპანია იმართებოდა, რამხელა ცილისწამებები მოდიოდა. რაც არ უნდა სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკში ვიმყოფებოდეთ, მგონია, რომ არასწორია ასეთი დამოკიდებულება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press