ირაკლი ბერაიას ცალყბა ბოდიში არაფერში მჭირდება, მოვითხოვ, დატოვოს თანამდებობა, - ამის შესახებ "მთავარი არხის" ეთერში ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
აქუბარდიას თქმით, ირაკლი ბერაია არის კაცი რომელსაც ემოციების კონტროლი არ შეუძლია.
"ირაკლი ბერაიას ცალყბა ბოდიში მე არაფერში მჭირდება. მე მოვითხოვ, რომ დატოვოს თანამდებობა იმიტომ, რომ ის არის კაცი, რომელსაც არ შეუძლია ემოციების კონტროლი და არ შეუძლია დაუკრეფავში გადასვლისგან თავის შეკავება", - ამბობს თეონა აქუბარდია.
შეგახსენებთ, რომ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ალუდა ღუდუშაურმა და ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს, ანი წითლიძესა და თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენეს.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press