ისრაელის თავდაცვის ძალებს ღაზას სექტორში მნიშვნელოვანი მიღწევები აქვთ, მაგრამ ამისთვის მძიმე ფასს იხდიან, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.
გალანტის თქმით, ისრაელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გააგრძელოს ბრძოლა და გაიმარჯვოს.
„იმართება ბრძოლები ღაზაში მოქმედი სამხედრო ძალების წინააღმდეგ და შედეგები, მიღწევები ბრძოლის ველზე ძალიან მაღალია. სამწუხაროდ, ომში მძიმე ფასის გადახდა გვიწევს. ამის ფასი ბოლო დღეებშიც მძიმე იყო. ამის მიუხედავად, ჩვენ გადავწყვიტეთ, გავაგრძელოთ ბრძოლა და გავიმარჯოთ“, - განაცხადა გალანტმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press