Foto

ბლინკენი - გონივრული იქნება, თუ ღაზას სექტორის მმართველობას პალესტინის ხელისუფლება აიღებს

ყველაზე გონივრული იქნება, თუ ღაზის სექტორის მმართველობას და მის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას, საბოლოო ჯამში, პალესტინის ხელისუფლება აიღებს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

როგორც ბლინკენი აღნიშნავს, ისრაელის ინტერესებში ღაზას კონტროლი არ შედის.

„ისრაელელები თავად იწყებენ ამ წინადადებით, რომ ისრაელის განზრახვა არ არის ღაზის კონტროლი. ეს არ შედის მათ ინტერესში და ეს არ არის ისეთი რამ, რასაც ექნება მხარდაჭერა“, - განაცხდა ბლინკენმა.