იემენში მოქმედმა ჰუსიტთა ჯგუფმა ისრაელის სამხრეთზე თავდასხმების სერიაზე პასუხისმგბელობა აიღო. ამის შესახებ ჰუსიტთა პრესსპიკერმა, იაჰია სარიმ სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა.
როგორც იაჰია სარი აღნიშნავს, ისრაელზე უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით თავდასხმა ღაზას მოსახლეობის წინაშე რელიგიური, მორალური, ჰუმანიტარული და ეროვნული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით განხორციელდა.
მისივე თქმით, თავდასხმები გაგრძელდება იქამდე, "სანამ ისრაელის აგრესია არ შეჩერდება".
"იემენის შეიარაღებული ძალები ადასტურებს, რომ გააგრძელებს დარტყმებს რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით, სანამ ისრაელის აგრესია არ შეჩერდება", - განაცხადა იაჰია სარიმ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press