ბოლივია ისრაელთან დიპლომატიურ კავშირებს წყვეტს. ამის შესახებ ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ფრედი მამანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მამანი განმარტავს, ქვეყანამ გადაწყვეტილება ისრაელის მიერ ღაზაზე „აგრესიული და არაპროპორციული თავდასხმების" გამო მიიღო.
ისრაელს პროტესტს უცხადებენ ასევე კოლუმბია და ჩილე, რომელთა ლიდერებმაც ქვეყნიდან თავიანთი ელჩები გაიწვიეს.
X-ზე [ყოფილ Twitter-ზე] გამოქვეყნებულ განცხადებაში ჩილეს პრეზიდენტმა, გაბრიელ ბორიკ ფონტსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ისრაელის მიერ „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიუღებელ დარღვევას მტკიცედ გმობს“.
X-ზე გამოაქვეყნა განცხადება კოლუმბიის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომაც.
„თუ ისრაელი არ შეწყვეტს პალესტინელი ხალხის ხოცვა-ჟლეტას, ჩვენ იქ ვერ ვიქნებით“,- დაწერა პეტრომ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო.
8 ოქტომბერს, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. 9 ოქტომბერს, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა (IDF) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა. იმავე დღეს, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზას სრული ბლოკირების ბრძანება გასცა. 11 ოქტომბერს, IDF-მ ღაზას გარშემო ბარიერი აღადგინა და აღნიშნულ ტერიტორიაზე დამატებით 300 000 რეზერვისტი გაგზავნა. თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზაში ამჟამად სახმელეთო ოპერაცია მიმდინარეობს და მისი ეტაპობრივად გაფართოება იგეგმება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press