მე მოვითხოვ - ირაკლი ბერაია - ადამიანი, რომელმაც საქართველოს პარლამენტის ქალ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენა, დაუყოვნებლივ გადაყენებულ იქნას თანამდებობიდან,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, ბერაიას "ფარისევლური ბოდიში არაფერს ნიშნავს".
"მე არ შემიძლია, რომ დღევანდელი დღე დაიწყოს ჩვეულებრივად, ისე, თითქოს, გუშინ არაფერი მომხდარა და ის ფარისევლური ბოდიში, რომელიც მოიხადა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, იყოს მიღებული. მე მოვითხოვ და მე ვფიქრობ, რომ ამაში ჩემი კოლეგებიც შემომიერთდებიან, რომ ბერაია, ადამიანი, რომელმაც საქართველოს პარლამენტის ქალ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენა, დაუყოვნებლივ გადაყენებულ იქნას თანამდებობიდან. ის, რაც გუშინ აქ მოხდა, არ არის ჩვეულებრივი ამბავი, ეს არის მთელი ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფა. ის ფარისევლური ბოდიში, რომელიც რომელიც აქ, გუშინ, თითქოს გაისმა, არ ნიშნავს რამეს“,- განაცხადა დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ, 31 ოქტომბერს "ქართული ოცნების" დეპუტატმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ბერაიამ აღნიშნულის შემდეგ ბოდიში მოიხადა.
ფიზიკური ანგარიშსწორება ეს მსუბუქი ნათქვამია, ა...
არც კი მინდა წარმოვიდგინო იმ მასშტაბური ძალადობ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
Mana press