"ქართული ოცნების" დეპუტატი ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის მიმართ მის მიერ გაკეთებული განცხადება "სექსისტური არ ყოფილა".
როგორც ღუდუშაურმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, წითლიძე "უზრდელობით გამოირჩევა".
"მე რა მაქვს საბოდიშო... ანა წითლიძე უზრდელობით გამოირჩევა, ჩვენ არ უნდა ავყვეთ მათ პროვოცირებას. არაფერი სექსისტური განცხადება არ ყოფილა აბსოლუტურად",- აცხადებს ღუდუშაური.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს, ანა წითლიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა გუშინ, 31 ოქტომბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიაყენა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press