„ქართულმა ოცნებამ“ მოინდომა, რომ ცალყბად გაკეთებული ბოდიშით ინციდენტი ამოეწურა... ვაპირებ, ირაკლი ბერაიას სასამართლოში ვუჩივლო, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
აქუბარდიამ "ქართულ ოცნებას" კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ ირაკლი ბერაიას დაკავებული თანამდებობა დაატოვებინონ.
:გაჩერებას არ ვაპირებ. „ქართულმა ოცნებამ“ მოინდომა, რომ ცალყბად გაკეთებული ბოდიშით ინციდენტი ამოეწურა. საქმე არ არის ჩემი ან სხვა ქალი დეპუტატების დისკრედიტაცია, არამედ მოცემულობაა, როცა ეს ყველაფერი გენდერული ნიშნით ხდება და არის დისკრიმინაციული. ფაქტი შეიცავს სექსუალური შევიწროების ნიშნებსაც. იურისტების მხრიდან მიმდინარეობს მუშაობა, რომ, ერთი მხრივ, სახალხო დამცველს მივმართოთ. ასევე ვაპირებ, ირაკლი ბერაიას სასამართლოში ვუჩივლო. ირაკლი ბერაიას სასამართლოში მოსვლა და თავის მართლება მოუწევს", - განაცხადა აქუბარდიამ.
შეგახსენებთ, გუშინ, 31 ოქტომბერს "ქართული ოცნების" დეპუტატმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ბერაიამ აღნიშნულის შემდეგ ბოდიში მოიხადა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press