Foto

ლიბანის პრემიერი - ახლა დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ ისრაელ-„ჰამასის“ ომი მთელ რეგიონზე არ გავრცელდეს

ახლა დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ ისრაელ-„ჰამასის“ ომი უკონტროლო არ გახდეს და არ გავრცელდეს ლიბანსა და მთელ რეგიონზე, - ამის შესახებ ლიბანის პრემიერ-მინისტრმა, ნაჯიბ მიქატიმ განაცხადა.

ლიბანის მთავრობის მეთაურმა, ისრაელის იერიშები ლიბანის სამხრეთ ნაწილსა და ღაზას სექტორზე დაგმო.

მან ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია, რომ ხუთ დღიანი ჰუმანიტარული პაუზა გამოცხადდეს, რათა საერთშორისო დონეზე მოლაპარაკებები გაიმართოს.

„აუცილებელია, ხუთი დღით ჰუმანიტარული პაუზა გამოცხადდეს, რათა გაიმართოს აქტიური მოლაპარაკებები საერთაშორისო დონეზე მძევლების გაცვლისა და დროებითი ზავის საკითხზზე, რათა რეგიონული მშვიდობის პირობებზე“, - განაცხადა მიქატიმ.